თბილისში, ვარდების მოედანზე, ყველის ფესტივალი გაიმართა

209 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, ვარდების მოედანზე, უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

წელს ფესტივალში ყველის მწარმოებელმა 50 კომპანიამ, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა მიიღეს მონაწილეობა და როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე, საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები შესთავაზეს ფესტივალის სტუმრებს.

ყველის ფესტივალის დაფუძნებაში და პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ანა მიქაძე-ჩიკვილაძეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი ქართული ყველის პოპულარიზაციას, საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას და მწარმოებელთა მარკეტინგულ ხელშეწყობას ემსახურება.

„მისასალმებელი საქმეა, რომ ქართული ყველის ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და რომ ფესტივალში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ფერმერი მონაწილეობს. საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის. ქართულ პროდუქტებს შორის ქართულ ყველს ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გახდება ცნობადი ბრენდი და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზრებზე“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წელს ქართული ყველის ფესტივალის ფარგლებში, ყველის ოსტატებმა დამთვალიერებელს ყველის ამოყვანის მეთოდები, ასევე, დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და ყველის სხვა სახეობების დამზადების პროცესი გააცნეს.

გაიმართა საქართველოში წარმოებული ყველის მრავალი სახეობის, მათ შორის, დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, სულგუნი, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობების დეგუსტაცია და გაყიდვა.

ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართული ღვინისა და თაფლის მწარმოებელმა კომპანიებმაც.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB