მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი

თხილი. მეთხილეობა

2018 წლის 10 ოქტომბერს, ანაკლიაში საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი გახლდათ კომპანია კარტლისი, არსებულ ღონისძეიბაზე განიხილეს ფერმერებთან და სპეციალისტებთან ერთად თხილის კულტურაში არსებული პრობლემები და გამოწვევები.

ღონისძიების მიზანი გახლდათ, ფართო საზოგადოება გაცნობოდა საქართველოში მეთხილეობის დარგში არსებული პრობლემებს და განეხილათ მათი გადაჭრის გზები, ასევე ფერმერებმა გაუზიარეს ერთმანეთს კომპანია კარტლისის დახმარებით მიღებული შედეგები და მიღწევები.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ  სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფ. მეურნეობის, სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები, სოფ. მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელები, გუბერნიისა და მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი, ბაზისბანკი და  თხილის მწარმოებელი ფერმერები.

სტატია და ვიდეო მოგვაწოდა კომპანიამ კარტლისი http://www.cartlis.ge/

თქვენი რეკლამა