თბილისში ენერგოეფექტურობის ფესტივალი გაიმართება

330 Views

11 ნოემბერს, 16 საათზე, ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გეპატიჟებით ენერგოეფექტურობის ფესტივალზე, რომელიც გაიმართება თბილისში, ღია ცის ქვეშ, განახლებულ აღმაშენებელზე (აღმაშენებლის გამზირის საფეხმავლო მონაკვეთი).

ფესტივალი იმართება არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” მიერ, საერთაშორისო სასკოლო პროექტის “SPARE” ფარგლებში.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები, რომლებიც მუშაობენ კლიმატის ცვლილების და ენერგოეფექტურობის საკითხებზე.

ისინი ფესტივალის სტუმრებს გააცნობენ საკუთარ საქმიანობას, მოაწყობენ ვორქშოფებს, წარმოადგენენ სხვადასხვა ენერგოეფექტურ მოწყობილობებს, გამოგონებებსა და საინფორმაციო მასალებს, პოპულარიზაციას გაუწევენ ალტერნატიულ ენერგიის წყაროებს.

აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების საკითხებში, ასევე ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების სწავლება და დანერგვა საზოგადოებაში.

ფესტივალზე დამთვალიერებლების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის მოეწყობა ეკოვიქტორინები.

ღონისძიება დასრულდება 20 საათზე.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB