თბილისში ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალების საწარმო იხსნება

202 Views

2017 წლის მაისში, კომპანია „ბიო-პლასტი“ ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალებისა და ნაგვის პარკების საწარმოს გახსნის.

კომპანიამ, რომელიც თბილისში, ლილო ორახელაშვილის ქ. #5-ში მდებარეობს, უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქცია კონკურენტულ ფასებში შეიტანოს.

„ბიო-პლასტი“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას საცალო და საბითუმო, ქსელურ მაღაზიებსა და აფთიაქებში გეგმავს.  საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 17 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური  მხარდაჭერით, კერძოდ კი სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 489 127 ლარს შეადგენს.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB