თბილისის ზღვაზე 9000 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგო

218 Views

საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში ზეთისხილის ახალი ბაღის გაშენება დაიწყო. მახათას მთის შემდეგ, ზეთისხილის ბაღი თბილისის ზღვასთან, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ მოეწყო.

ბაღში 9 000 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგო. ზეთისხილის ბაღის მიმდებარედ 12 000 ელდარის ფიჭვიც ირგვება.

ზეთისხილის ბაღის გამწვანების ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთო.

„დღეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამწვანების აქცია ტარდება, რომლის ფარგლებში 9 000 ძირი ზეთისხილის ნერგი და 12 000 ფიჭვის ხე-მცენარე ირგვება. აქციაში თბილისის მერიის თითქმის ყველა სამსახური და დაქვემდებარებული უწყებაა ჩართული, ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ქალაქის გამწვანებაზე. ეს ბაღი რამდენიმე წელიწადში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეკოლოგიური თვალსაზრისით მიმზიდველი ადგილი იქნება ძალიან დიდი სივრცით“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თქმით, ზეთისხილის ბაღების გაშენების ტრადიცია საქართველოში მე-19 საუკუნეში შეიქმნა. თბილისის კლიმატი და ზღვის მიმდებარე ტერიტორია კი ამ ტრადიციის წარმატებით განვითარების საშუალებას იძლევა.

ზეთისხილის ბაღების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის მანძილზე უზრუნველყოფს.

დედაქალაქი შემოდგომაზე სულ 80 000 ნერგით განაშენიანდება. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

zeTiskhili_zRvaze_222022525227111057

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
538 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB