თბილისიდან თუშეთამდე ევროპული სტანდარტების გზა აშენდება

220 Views

ომალო ტრადიციულ დღესასწაულს, “თუშეთობას” მასპინძლობს. სახალხო ზეიმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა თუშ მეცხვარეებს, ადგილობრივ მოსახლეობას და დღესასწაულზე მყოფ სტუმრებს “თუშეთობა” მიულოცა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თუშეთის განვითარებას, რომელსაც გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი თუშეთის გზის პროექტირებაზე.

“ეს გზა აუცილებლად აშენდება და იგი იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა, იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რომელზეც ვმუშაობთ, იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის, ამ კულტურის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.

გზას ექნება ბევრი დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმის განვითარების, რომ აქაურმა ოჯახებმა მეტი შემოსავალი ნახონ და ჰქონდეთ მეტი ინტერესი იმის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას, ადგილობრივი რეწვა განვითარდეს.

რა თქმა უნდა, ექნება ასევე უსაფრთხოების დანიშნულება, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას. მას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების დანიშნულება, ვინაიდან გზის და კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი,”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

200Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB