თაფლის ფესტივალი ვაკის პარკში

191 Views

15 დეკემბერს თბილისში, ვაკის პარკში, საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია (GAFA) თაფლის ფესტივალს მართავს.

ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული, უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული ფუტკრის მრავალფეროვანი პროდუქტები:

• თაფლი;

• ფიჭიანი თაფლი;

• ფუტკრის რძე;

• ყვავილის მტვერი;

• დინდგელი;

• ცვილი;

• ჭეო;

• თაფლის არაყი.

თაფლთან ერთად, შეგეძლებათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ქართული ნატურალური პროდუქტები:

• ჩურჩხელა;

• ჩაი;

• თაფლში დავარგებული ყველი;

• ღვინო და სხვა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი საქართველოსთვის, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, შპს იმპერვეტი, თბილისის მერია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), ექსპორტის განვითარების ასოციაცია, ათინათი, ISET.

ფესტივალი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა” (FASSI) ფარგლებში.

ფესტივალი გამართვის თარიღი 15 დეკემბერი, 12:00 – 18:00 საათი.

90Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB