ტექნოლოგიური ინოვაციების სადემონსტრაციო დღე

405 Views Comment Off

„ტექნოლოგიური ინოვაციების სადემონსტრაციო დღე სოფლად თემთა განვითარებისა და მედეგობისათვის“

მიმდინარე  წლის 29 ნოემბერს, 12:00 საათიდან -16:00 საათამდე თიანეთში, ბრიჯი — ინოვაცია და განვითარება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით, პოლონელი და უნგრელი ექსპერტების დახმარებით, ადგილობრივ თემებში შერჩეულ ჯგუფებთან ერთად გეგმავს ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ, აქვაფონიკის და წყლის კოლექტორის მოწყობილობების პრაქტიკულ და ვიზუალურ დემონსტრირებას.

აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს  ადგილობრივ მოსახლეობაში მოტივაციის გაჩენას, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების რეპლიკაცია მოხდეს უფრო ფართოდ ინდივიდებისა და თემების მიერ.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და თემის წარმომადგენლები, მეწარმეები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, რათა ამაღლდეს მათი ცნობიერება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების და კატასტროფის რისკების შემცირების საკითხებთან დაკავშირებით. რაც მთავარია, ისინი გაეცნობიან ისეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და ენერგო რესურსების დაზოგვასთან.

სადემნოსტრაციო ღონისძიებას  წინ უსწრებდა  საინფორმაციო ტრენინგები (თიანეთსა და დუშეთში) სადაც მონაწილეებმა  მიიღეს თეორიოული ცოდნა  სხვადსხვა სახის ინოვაციური ტექნოლოგიების და მოწყობილობების შესახებ, რომელთა აწყობა მარტივია და  შესაძლებელია იაფი და ადგილობრივად ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებით.

მონაწილეებს ექპერტებმა გაუზიარეს ვიშეგრადის ქვეყნების მაგალითზე  არსებული გამოცდილება და წარმატებული ისტორიები  აღნიშნულ სფეროში (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი).

საინფორმაციო ტრენინგებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების შედეგად მონაწილეებმა შეარჩიეს ორი სახის ინოვაციური ტექნოლოგია: აქვაფონიკა და წყლის კოლექტორი, რომლის დემონსტრირებაც 29 ნოემბერს, თიანეთში მოხდება. (ინოვაციის შესახებ დეტალები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში).

აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება ემსახურება მედეგობისა და შესაძლებლობების ზრდას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებას, ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობას და შინამეურნეობებში ეფექტურად გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და საოჯახო მეურნეობების გაძლიერებას.

დამატებითი ინფორმაცია:

პროექტი „ინოვაციების სადემონსტრაციო დღეები სოფლად თემთა განვითარებისა და მედეგობისათვის“ მხარდაჭერილია ვიშეგრადის ფონდის მიერ და მისი მიზანია გააცნოს თემებს ინოვაციური ტექნოლოგიების დადებითი მხარეები სოფლის განვითარების, ადგილობრივი საოჯახო მეურნეობების გაძლიერების, მედეგობისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის თვალსაზრისით ვიშეგრადის ექსპერტების მეშვეობით.

ექსპერტები ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან ჩაატარებენ ტრენინგებს და სადემონსტრაციო ჩვენებებს ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ მუნიციპალიტეტის და თემების წარმომადგენლების, ადგილობრივი მეწარმეების და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის.

აღნიშნული ტრენინგების შედეგად თემები გაზრდიან მედეგობას კატასტროფების მიმართ, შესაძლებლოებს შემოსავლების მიღებისა და ენერგორესურსების დაზოგვის და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის თვალსაზრისით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB