სურსათის გლობალური ფასების თვის ინდექსი გაიზარდა

56 Views

თებერვალში რძის პროდუქტებზე და მარცვლეულზე ფასების მატებამ სასურსათო ფასების ინდექსის ზრდა განაპირობა.

თებერვლის თვეში რძის პროდუქტებზე და ძირითად მარცვლეულზე ფასების მატება უფრო ინტენსიური აღმოჩნდა, ვიდრე მცენარეულ ზეთზე  ფასების კლება. შედეგად, სურსათის გლობალური ფასების თვის ინდექსი

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსი თებერვალში 1,1 %-ით გაიზარდა და  170,8 პუნქტი შეადგინა. ამავე დროს, თებერვლის ინდექსი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  2,7 %-ით ნაკლებია.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითად პროდუქტზე (მარცვლეული, შაქარი, მცენარეული ზეთი, ხორცი და რძის პროდუქტები) საერთაშორისო ფასების  ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს.

მარცვლეულის ფასების ინდექსი, რომელიც მოიცავს ხორბალს, ბრინჯს, სიმინდს და საფურაჟე მარცვლეულს, 2,5%-ით გაიზარდა. მარცვლეულის ფასი ზედიზედ, ბოლო ორი თვის განმავლობაში იზრდება. აშშ-ში ზამთრის ხორბლის და არგენტინაში სიმინდის მოსავლიანობის პერსპექტივებზე არახელსაყრელი ამინდი უარყოფითად აისახება.

FAO-მ  ხორბლის გლობალური მოსავლიანობის მიმდინარე წლის პროგნოზიც შეამცირა. ამავე დროს აღინიშნა, რომ შესაბამისი მარაგების მოცულობა სარეკორდო იქნება.

რძის პროდუქტების ფასების ინდექსი თებერვალში  6,2%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო კარაქის, ყველის და  უცხიმო რძის ფხვნილის გლობალური ფასების მატებით. ცვლილება, დიდწილად,  მსოფლიო ბაზარზე მაღალმა მოთხოვნამ და ახალ ზელანდიაში  მოსალოდნელზე ნაკლებმა წარმოების მოცულობამ განაპირობა.

ხორცის ფასების ინდექსი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ფრინველის ხორცის ფასების შემცირება (ზედიზედ მეოთხე თვე), საქონლის ხორცის ფასების ზრდამ დააკომპენსირა.

მიმდინარე წლის წარმოების ზრდის მოლოდინის ფონზე, FAO-ს მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 3.1 %-ით, 19-თვიან მინიმუმამდე შემცირდა. ყველაზე უფრო შესამჩნევად პალმის ზეთის ფასების დაეცა, რაც მალაიზიასა და ინდონეზიაში მარაგების ზრდამ განაპირობა. ამავე დროს, აშშ-ში სოიოს სარეკორდო მოცულობებით გადამუშავების მოლოდინმა, სოიოს მარცვლის ფასებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა.

FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი 3,4%-ით შემცირდა და 2-წლიან მინიმუმს მიაღწია. ძირითადი მწარმოებლები, როგორიცაა ტაილანდი და ინდოეთი, წარმოების მოცულობების ზრდას განაგრძობენ.

გლობალური ბაზრის მონაწილეები  ევროკავშირში წარმოების მოცულობის მკვეთრი ზრდისათვისაც ემზადებიან, რასაც შაქრის ჭარხლის მოსავლიანობის, ასევე ნათესი ფართობების ზრდა განაპირობებს (გასულ წელს ევროკავშირში შაქრის ჭარხალზე წარმოების ქვოტები გაუქმდა).

9Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB