სპეციალური შეთავაზება ფერმერებს – აგრო სესხი წლიური 2%-დან

3360 Views

ფინკა ბანკის და აგროსფეროს სპეციალური შეთავაზება ფერმერებს – აგრო სესხი ექსკლუზიური პირობებით.

2019 წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და აგროსფეროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ექსკლუზიურ პირობებს აგრო სესხზე, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან)-განისაზღვრა.

აღნიშნული პირობებით შეუძლიათ ისარგებლონ იმ ფერმერებმა, ვისაც სურთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა, აგროსფეროს მაღაზიათა ქსელში. აგრო სესხი ამ ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება (მათ შორის მცენარეთა დაცვის საშუალებებ, სასუქები, სათესლე მასალა, ტექნიკა და სხვა).

აგრო სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ისე აგროსფეროს მაღაზიათა ქსელში.

სესხი გაიცემა 4 501 ლარიდან 60 000 ლარამდე, 6-დან 15 თვემდე პერიოდით. 10 000 ლარამდე სესხის მიღება შესაძლებელია ვიზიტის გარეშე. აგრო სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო კი შეადგენს 0%.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი აბაშიძემ და აგროსფეროს ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორმა მიხეილ გაგუნაშვილმა.

აგროსესხი, აგროსფერო

აგროსფეროს ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორი მიხეილ გაგუნაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთავაზება სწორედ გაზაფხულზე იწყება, რადგან ეს პერიოდი ფერმერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. „აგროსფეროში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს და ექსკლუზიური პირობებით ფერმერებს საშუალება ექნებათ მარტივად და სწრაფად შეიძინონ მათთვის საჭირო მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა, აგროტექნიკა, აგროინვენტარი, წვეთოვანი მორწყვის სისტემები, ასევე მეღვინეობის დანადგარები, ფილტრაციის სისტემები, მუხის კასრები, დამხმარე მასალები და ა.შ.“

ფინკა ბანკი საქართველო უკვე 20 წელზე მეტია მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში.

აგროსფერო მომხმარებელს სთავაზობს წამოდგენილ პროდუქციასთან დაკავშირებულ დაგეგმვისა და მოხმარების საკითხებში პროფესიონალურ კონსულტაციას.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ საკონტაქტო ინფორმაციით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 2 500 900
ელ. ფოსტა: info@noblex.ge
საიტი: https://agrosphere.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აღნიშნულ განცხადებასთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB