სორგო — ბიოსაწვავისთვის საუკეთესო კულტურად მიიჩნიეს

283 Views Comment Off

აშშ-ში გამოავლინეს მცენარე, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება ბიოსაწვავის წარმოებას, ეს არის სორგო.

სორგოს 1მ2-ზე გაანგარიშებით, შეუძლია უფრო მეტი ენერგიის მოცემა, ვიდრე სხვა კულტურებს, ამასთან მის მოყვანას გაცილებით ნაკლები დანახარჯები სჭირდება, მოვლის, მცენარეთა დაცვის და განოყიერების საშუალებების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა ამერიკელი მეცნიერები თვლიან, რომ სორგოს ბიოსაწვავის წარმოებაში ნედლეულად ეფექტური გამოყენებისთვის, საჭიროა დაავადებების, მავნებლების და კლიმატური პირობებისადმი ჯიშის გამძლეობის კიდევ უფრო ამაღლება.

კვლევები ტარდებოდა ფლორიდის, ნებრასკას, ვაშინგტონის, მისურის შტატების უნივერსიტეტებში.

სორგო(ლათ. Sorghum) ერთ და მრავალწლოვანი მცენარის მარცვლოვანი მცენარეა. კულტურაში ცნობილია ჩვეულებრივი სორგო, შაქროვანი სორგო, ცოცხის სორგო, სამარცვლე სორგო და სხვა.

ზოგადად სორგოს მრვალგვარი გამოყენება აქვს, რამოდენიმეს ჩამოთვლაც საკამრისი იქნება წარმოდგენის შესაქმნელად: მისი მარცვლისაგან ამზადებენ ფქვილს, ბურღულს, სპირტს, სახამებელს, ნამჯას იყენებენ ქაღალდის და მუყაოს წარმოებაში, მარცვალი და მწვანე მასა ცხოველთა კარგი საკვებია…

საქართველოში უფრო მშრალ, ურწყავ მიწებზე მოდის, გვალგამძლე მცენარეა. უძველესი ადგილობრივი ჯიშია — ჯიქურა Sorghum bicolor  ‘Jiqura’ მოჰყავდათ მაღალმთიან რაიონებში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1206 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1303 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB