სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჯორჯ ველტონს შეხვდა

10 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს, ჯორჯ ველტონს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებისა და ამერიკის ბაზარზე ქართული სასურსათო პროდუქციის ექსპორტის წახალისების საკითხებს. 

ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები დადებითად შეაფასა.

ჯორჯ ველტონმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების კუთხით. 

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ირაკლი გელოვანი ესწრებოდნენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB