სოფლის მეურნეობის, გარემოს და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმა

39 Views Comment Off

დღეს, 10 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 2016-2020 წლების, სოფლის მეურნეობის, გარემოს და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის (SPAERS) პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „საქართველოს სტატისტიკური შესაძლებლობების შეფასება და სტრატეგიული დაგეგმვა სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკაში“ ფარგლებში, FAO-ს რეკომენდაციების, ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ასევე მიმდინარე საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებთან და პროგრამებთან კოორდინაციით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრაში მონაწილეებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის განვითარებისთვის დაგეგმილი ქმედებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრა პრეზენტაციებისა და დისკუსიების რეჟიმში წარიმართა.

სტრატეგიის თანახმად, სოფლის მეურნეობის, გარემოს და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის სისტემის ხედვა ითვალისწინებს, მომხმარებლებლისთვის, ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას და შესაბამისად რეგიონულ და საერთაშორისო მოთხოვნების ეფექტურ შესრულებას.

ღონისძიებას სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3679 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB