სოფელ ჯიღაურაში ნერგების რეალიზაცია დაიწყო

სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ“ მიმდინარე წლის 23 მარტიდან სოფელ ჯიღაურაში განაახლა, სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“-ს მიერ გადაცემული ნერგების რეალიზაცია.

ამ ეტაპზე სარეალიზაციოდ გამოტანილია ვაშლისა და მსხლის ნერგები.

გთავაზობთ ჯიშების ჩამონათვალს:

ვაშლი: ბრაბერნი, მელოდიე, რენო ჩემპიონი, სინაპი, სინაპი ქართული, აჩაბეთურა, კეხურა, ფუჯი ნაგაფუ 12, ჯონაპოლი, გოლდენ ბი, აიდარედი, ფლორინა, სამერ რედი, როიალ გალა, გოლდ რაში, ზამთრის ბანანი, ზაფხულის ვაშლი, რაიკა, სევეს ვაშლი, ასტრამელი. საძირე M9 და საძირე MM106;

მსხალი: მსხალი: კონფერენცია, აბატი ფეტელი, კონკორდი, სანტა მარია, კარმენი. საძირე MA და საძირე BA-29;

გაყიდვა დაიწყო 23 მარტიდან შაბათ-კვირის გარდა სოფელ ჯიღაურაში და იწარმოებს 10 სთ-დან 17 სთ-მდე. ნერგების ღირებულება მერყეობს, ერთი ცალი – 4-დან 6 ლარამდე.

მისამართი: სოფელი ჯიღაურა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სანერგე მეურნეობა.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 601 601.

თქვენი რეკლამა