სიღნაღში ფესტივალი — გურმანი საქართველო 2016 გაიმართება

43 Views Comment Off

26 ივნისს, კვირას, სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება ქართული პროდუქციის ყოველწლიური „ფესტივალი გურმანი 2016“.

ფესტივალის მიზანია ქართული  ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ზრდა, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის – ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირების, და უამრავი სხვა პროდუქტის წარმოჩენა და უცხოელი ტურისტებისათვის შეთავაზება, ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა, საერთო ინტერესების მქონე ადამიანების და ორგანიზაციების ურთიერთდაკავშირება და გაცნობა.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია ქალაქის ცენტრის მთავარ მოედანზე, სპეციალურ დახლებზე; განათავსონ სარეკლამო ბანერები, დაარიგონ ფლაერები, ბუკლეტები და სხვა;

სპეციალურად ფესტივალისათვის — ადგილობრივი ტურისტული კომპანიების მიერ მოეწყობა შესაბამისი ერთდღიანი ტურები, ხოლო ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ჩამოსულ სტუმრებს მიეწოდებათ წინასწარ;

პროექტის პროგრამა:

09:00 — მონაწილეების ჩამოსვლა ქ. სიღნაღში;
09:30 — მონაწილე კომპანიის რეგისტრაცია (ქალაქის ცენტრალური მოედანი);
10:00 – 12:00 — მონაწილეების მიერ დახლების მოწყობის პროცესი;
12:00 — გამოფენა/გაყიდვის დაწყება;
19:00 — ღონისძიების დასასრული;
19:00 – 20:00 საზეიმო კონცერტი
20:00 — გამგზავრება დედაქალაქში

პროექტის პარტნიორები:

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
ჟურნალი „კულინ-ART”-ი;
«მოძრაობა KAR.GE”;

ღონისძიების გენერალური სპონსორი: ნატახტარი;
პროექტის ორგანიზატორი: პიარ /ივენთ კომპანია “ტრიფექტა”.

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გაშუქდება  სატელევიზიო არხებით: მაესტრო, იმედი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

პროექტის მენეჯერი, ნინო ყურაშვილი
577 20 11 20 kurashvlinino2@gmail.com

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
499 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1342 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB