შვეიცარიაში ზებუს ჯიშის ძროხებზე მოთხოვნა გაიზარდა

შვეიცარიაში დიდი სიცხეების გამო, ზებუს და ზებუს ჰიბრიდების ჯიშის ძროხებზე მოთხოვნა გაიზარდა.

ზებუს მოშენება თითქმის ნებისმიერ პირობებში შეიძლება, თუ გამოვრიცხავთ ძლიერ ყინვებს. მთელი წელი ამ ჯიშის საქონელი შეიძლება ღია სივრცეში შევინახოთ (იგულისხმება საველე პირობები-ისე როგორც ჩვენს სოფლებში ინახავენ საქონელს). უძლებს დიდ სიცხეებსაც.

ბოლო პერიოდში (1-2 წელი) შვეიცარიაში გახშირდა ფერმერთა უკმაყოფილება, ადგილობრივი ჯიშების სტრესების გამო, რომელსაც ცხელი ამინდები იწვევს.

შვეიცარიელი ფერმერების განცხადებით, ზებუ ნებისმიერ ამინდში ერთნაირად იწველება, მაშინ როდესაც მაღალი სიცხეების დროს, ევროპული ჯიშების წველადობა 10-20%-ით მცირდება.

ზებუ და ზებუს ჰიბრიდები გამძლეა მრავალი დაავადებების მიმართ, საქართველოს კლიმატი იდიალურია ამ ჯიშის საქონლისთვის. ზებუს არ სჭირდება განსაკუთრებული კვება. მისი თანამედროვე ჰიბრიდების პროდუქტიულობა უკვე არ ჩამოუვარდება, გარკვეულ კულტურულ ჯიშებს.

ზებუ წარმოშობით ინდოეთიდანაა, ვინაიდან ინდოეთში მას არ იყენებდნენ საკვებად, ჯიში გაუმჯობესება ხდებოდა ბუნებრივი სელექციით.

ზებუ და ზებუს ჰიბრიდებისადმი ინტერესი, ამჟამად მაღალია ევროპის თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. მოშენებულია აზერბაიჯანშიც.

რამდენად ჩვენთვის ცნობილია, საქართველოში, ამ მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული სამუშაობი აქტიურად მიმდინარეობს.

თქვენი რეკლამა