შვედი სტატისტიკოსები საქსტატს გამოცდილებას გაუზიარებენ

20 Views Comment Off

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, საქსტატს შვედი სტატისტიკოსების ორი მისია ეწვია.

შვედი სტატისტიკოსები ერთი კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად ორი მიმართულებით იმუშავებენ. ერთი მიმართულება შეეხება ადგილობრივი შინამეურნეობების ტურიზმისა და უცხოელ ვიზიტორთა კვლევების მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის საკითხებს.

შვედი კოლეგები ქართველ სტატისტიკოსებს აღნიშნულ სფეროში თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

შვედეთის სტატისტიკის ექსპერტების მეორე ჯგუფის შეხვედრები სტატისტიკური მონაცემების კონფიდენციალურობასა და მიკრომონაცემთა გავრცელებას შეეხებ. შვედი ექსპერტები მონაცემთაგავრცელებისა და სტატისტიკურ უწყებებში კონფიდენციალურ მონაცემთა გამღჟავნების კონტროლისა და მართვის საკითხებზე ტრენინგს ჩაატარებენ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მაია გუნცაძის განცხადებით, მონაცემთა კონფიდენციალურობისა და მიკრომონაცემთა გავრცელების საკითხში პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება, მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა მნიშვნელოვანია სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების, დამუშავების და გავრცელების პროცესში.

საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB