შიდა ქართლში პესტიციდების ხარისხზე იმსჯელეს

83 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პრეპარატების ფალსიფიკაციასა და აგროქიმიკატების და პესტიციდების გამოყენებისას მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე.

„სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხს აქტიურად ამოწმებს. მნიშვნელოვანია პრეპარატების შენახვისა და რეალიზაციის შესაბმისი წესების დაცვა, რასაც სააგენტოს სპეციალისტები განსაკუთრებულად გააკონტროლებენ.

აგრეთვე, სააგენტოს ერთერთი პრიორიტეტი შხამ-ქიმიკატების ეფექტიან და უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით ფერმერების ცნობიერების ამაღლებაა, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება როგორც მოსავლის ხარისხზე, ასევე ფერმერების ეკონომიურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.

შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა. შეხვედრას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მსხვილი რეალიზატორები და ფერმერები ესწრებოდნენ.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB