შეფასების ჯგუფის ექსპერტთა (EAGL) შესარჩევი კონკურსი

16 Views

შეფასების ჯგუფის ექსპერტთა (EAGL) შესარჩევი კონკურსი – საქართველოს IUCN მწვანე ნუსხისთვის.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო გეგმავს საქართველოს დაცული ტერიტორიების წარდგენას IUCN მწვანე ნუსხაში.

IUCN მწვანე ნუსხა წარმოადგენს IUCN-ის ინიციატივას, რომელიც 2014 წლის მსოფლიო პარკების კონგრესზე დამტკიცდა, დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის აღიარების მიზნით.

პროგრამის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დაცულ ტერიტორიებს მიუახლოვდნენ საერთაშორისო სტანდარტებსა და კრიტერიუმებს, შემდეგი მიმართულებით:

→ კარგი მმართველობა;
→ ფორმირება და დაგეგმვა;
→ ეფექტური მენეჯმენტი;
→ წარმატებული კონსერვაცია.

საქართველოს დაცული ტერიტორიების IUCN-ის მწვანე ნუსხაში ნომინირებისთვის, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს შეფასების ჯგუფის ექსპერტთა შესარჩევ კონკურსს ( EXPERT ASSESSMENT GROUP FOR THE GREEN LIST – EAGL).

აღნიშნული საქმიანობა დაფუძნებული იქნება მოხალისეობრივ ბაზისზე.

→ ორგანიზაცია: დაცული ტერიტორიების სააგენტო;
→ თანამდებობის დასახელება: ექსპერტთა ჯგუფის (EAGL) წევრი;
→ ანაზღუარება: არაანაზღაურებადი;
→ ადგილების რაოდენობა: 10;
→ ადგილმდებარეობა: თბილისი.

განცხადების მიღების ვადა: 17.10.2018

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე https://apa.gov.ge/ge/

15Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB