შეხვედრა თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციასთან

55 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ორ ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რაც საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით განახორციელა.

ნოდარ კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ DCFTA-ის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის  ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის  ბაზრის გახსნას, ამასთან საქართველო მიმზიდველი  სავაჭრო პარტნიორი გახდება სხვა ქვეყნებისთვისაც.

როგორც თურქეთის რესპუბლიკის  სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოს  სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ასევე შესაძლებელია  სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, რასაც  ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  მერძევეობის და მეცხოველეობის, კერძოდ ჯიშობრივი გაუმჯობესების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. თურქეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს   გაუზიაროს ის დიდი გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით აქვს.  შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოდან თურქეთში ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის ექსპორტის საკითხები.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, თურქეთის რესპუბლიკის  სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სურსათისა და კონტროლის გენერალური დირექტორატის, ევროკავშირისა და საგარეო საქმეთა  ურთიერთობების გენერალური დირექტორატის, თურქეთის საქონელწარმოები სასოციაციის და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB