სეს-ში იმპორტიორებს ახალი რეგულაციები გააცნეს

104 Views Comment Off

სურსათის ეროვნულ სააგენტოში იმპორტიორებს ის რეგულაციები გააცნეს, რომლებიც 2018 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს.

ცვლილებების თანახმად, 2018 წლის 1 მარტიდან, თუ იმპორტირებულ პროდუქტში, ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი (სალმონელა, ლისტერია მონოციტოგენეზი), სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდება.

აგრეთვე, საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე საქონელი განათავსოს საბაჟო საწყობში, სხვა საქონლისგან განცალკევებით, რაც გამორიცხავს საეჭვო სურსათის ბაზარზე მოხვედრის რისკს.

იმპორტიორებთან შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კობეშავიძე ესწრებოდნენ.

უწყებების წარმომადგენლებმა იმპორტიორებს დეტალურად განუმარტეს პროცედურები, რომელსაც გაივლის მათ მიერ შემოტანილი პროდუქცია სამომხმარებლო ბაზარზე მოხვედრამდე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა №429 („ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“) და N426 (ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“) დადგენილებებში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
522 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1376 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB