სეს-ი პურის ეტიკეტირების კონტროლს ააქტიურებს

84 Views

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ პურის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს პურის უვნებლობის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო პურის უვნებლობასა და ეტიკეტირების წესის დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს ააქტიურებს. სავალდებულოა ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტების და საკვები დანამატების შესახებ.

„პურის, როგორც პირველადი მოხმარების სურსათის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია და მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია. მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა სააგენტოს პრიორიტეტებია.

შესაბამისად, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და მათ პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია უვნებლობის სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნებზე. პარალელურად მომხმარებლის უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურპროდუქტების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის ეტაპზე.

პურის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, პურის მწარმოებელთა კავშირის, მეხორბლეთა ასოციაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა „ბომონდ გარდენში“ ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით ჩატარდა.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB