სემინარი სასათბურე ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე

203 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 10 დღიანი სემინარი ჩატარდა, რომელშიც 35-მდე ფერმერი მონაწილეობდა.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა ფერმერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებას, ცოდნის გაღრმავებას მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკისა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე.

აღნიშნული სასწავლო კურსი რიგით მეექვსეა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებისა და ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ექსპერტების მონაწილეობით, ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში ხორციელდება.

სემინარის პრაქტიკულ ნაწილში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, სადემონსტრაციო სასათბურე ბაზაზე მსმენელებმა ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ შულავერში ჰუნანის პროვინციის სოფლის მეუნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე 7 დიდი და 25 პატარა ერთსივრციანი მზის სათბური აშენდა, სადაც ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გამოცდა მიმდინარეობს.

ახალი ტექნოლოგიებით აშენებულ და აღჭურვილ სათბურებში პერიოდულად ქართველი ფერმერები და ტექნიკოსები, ჩინელი ექსპერტების დახმარებით, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკულ სასწავლო კურსს და გადამზადებას გადიან.

ტრენინგის ბოლოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა მსმენელებს სერთიფიკატები გადასცა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2152 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB