სათესლე კარტოფილის სერთიფიცირების სისტემა ინერგება

108 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანამშრომლობით, 2016 წლიდან საქართველოში სათესლე კარტოფილის სერთიფიცირების სისტემის დანერგვა დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმდინარე პროექტის „თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, წინასწარ შერჩეულ თესლის მწარმოებელ კომპანიებს ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

კომპანიების შერჩევა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტების მიერ, კარტოფილის მწარმოებელ ფერმერთა სათესლე ნაკვეთებში, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელებული საველე ინსპექტირების და სათესლე მასალის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე მოხდა.

ჩატარებული კვლევები და შეფასების კრიტერიუმები დაფუძნებული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სტანდარტზე S-1, რომელიც სათესლე კარტოფილის ხარისხის კონტროლსა და მის ბაზარზე დაშვებას გულისხმობს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თესლის მწარმოებელი ფერმერებისთვის საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და სერტიფიცირების პროცედურების გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები მუდმივად იმართება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
538 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB