სასურსათო უსაფრთხოების სპეციალური ჯგუფის შეხვედრა

15 Views Comment Off

დღეს, 29 დეკემბერს, სასურსათო უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა გაფართოებული შეხვედრა გამართა და შემაჯამებელი რეკომენდაციები განიხილა.

აღნიშნული რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ოქსფამის“ ტექნიკური დახმარებით განხორციელდა.

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საფუძვლად დაედება მომავალ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე საქმიანობას.

სამუშაო ჯგუფს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თემატიკა ფართოა, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და მთავარია, ყველაფერი სისტემურად დაიგეგმოს და თანმიმდევრულად განხორციელდეს.

,,სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები, შემსრულებელი ორგანოები და თანმიმდევრულად განხორციელდეს სამუშაოები“, — აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე «ოქსფამის» სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერმა, ლევან დადიანმა აღნიშნა, იმისათვის, რომ აღნიშნული რეკომენდაციები სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრაქტიკაში განხორციელდეს, საჭიროა გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა და უწყებათაშორისი კოორდინაცია.

სასურსათო უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი ჯგუფი აერთიანებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3678 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB