სასუქის მწარმოებელი საწარმო ,,ჯეოფერტი»

201 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კასპში მაღალტექნოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ საწარმოში „ჯეოფერტი“ წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

საწარმოში, რომელიც ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებითაა აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიული, ჰუმინური, ორგანო-მინერალური სასუქები იწარმოება.

„ორგანული სასუქების მწარმოებელი ახალი კომპანია „ჯეოფერტი“ სულ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა და უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. კომპანიაში წარმოებული ბიოლოგიური სასუქები მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება მდგრად პრინციპებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია აგრარული წარმოების გაზრდა, ხოლო, მეორე მხრივ, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება.

სწორედ ამიტომ, ორგანულ წარმოებას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სასიხარულოა, რომ ეს შეიძლება ქართულ სასუქებზე, ქართულ საწარმოო საშუალებებზე დაფუძნებით მოხდეს. ამ კუთხით საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგები“, — აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შპს „ჯეოფერტის“ კომერციული დირექტორის, დავით კუპრავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს, უკვე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რასაც პროდუქციაზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნა ადასტურებს.

„ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გადის გერმანიაში, თურქეთში, ყაზახეთში, ბულგარეთში. მოლაპარაკების პროცესი გვაქვს კიდევ არაერთ ქვეყანასთან. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, 1500 ტონაზე მეტი სასუქი უკვე რეალიზებულია და ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება“, — აღნიშნა დავით კუპრავამ.

საწარმოშო დღეისათვის 120 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 65 ადგილობრივია. კომბინატის სრულ საწარმოო სიმძლავრეებზე გასვლის შემდეგ დამატებით 250 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საწარმოში ლევან დავითაშვილთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB