სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვა იგეგმება

545 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გეგმავს სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვას, რომლის მიზანია საქართველოში სარგავი მასალების ხასირხობრივი გაუმჯობესება და მოსავლიანობის ზრდა.

ამ თემაზე დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, გოჩა ცოფურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახურის უფროსი ნოდარ ხატიაშვილი სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ფერმერებისთვის სარგავი მასალის სერთიფიცირების არსის და უპირატესობის გაცნობა.

სარგავი მასალის წარმოების სფეროში სერთიფიცირების სისტემის როგორც ძირითადი კონტროლის მექანიზმის დანერგვამ უნდა უზრუნველყოს: ხარისხიანი სარაგავი მასალის წარმოება, ინტელექტუალური უფლებების დაცვის რეალიზება, მომხმარებლის დაცვა არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან, მწარმოებლების ინფორმაციული მხარდაჭერა ჯიშების კომპეტენტურ შერჩევაში.

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირების სისტემა უნდა გახდეს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობის ზრდის და ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობა.

შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სერთიფიცირების სისტემის დანერგვა და მზაყოფნა გამოთქვეს შემდგომ თანამშრომლობაზე.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2557 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1343 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB