სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია დასრულდა

40 Views Comment Off

სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სამუზეუმო კომპლექსს ახალი, 12-ნომრიანი სასტუმრო შეემატა.

განახლებული სამუზეუმო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რესტავრირებული სახლ-მუზეუმი და ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო სახლ-მუზეუმი თავისი მნიშვნელობით, ისტორიითა და არქიტექტურით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წერტილი იქნება ტურისტულ, განსაკუთრებით კი ღვინის ტურისტულ რუკაზე. მან მადლობა გადაუხადა კომპანია “ბლექ სი გრუპს“ გაწეული სამუშაოებისთვის. მისი თქმით, კომპანია მაქსიმალურად შეეცადა, ყველა დეტალისთვის შეენარჩუნებინა პირვანდელი სახე.

«კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ტურიზმისთვის მიმზიდველი ადგილი დაემატა საქართველოს. აქ დაიწყო ქართული კონიაკის წარმოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და მისასალმებელია, რომ იგი კომპანია «ბლექ სი გრუპმა» მთლიანად აღადგინა პირვანდელი სახით, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. აქ ასევე იგეგმება მცირე სასტუმროების დამატება და 5 ჰექტარ ფართობზე ვენახების გაშენება,» — განაცხადა პრემიერმა.

სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსს — სასტუმრო-მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ-მაცივარს ჩაუტარდა სათანადო აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოები შეასრულა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ“-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდა 150-მდე ადამიანი, უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ისაუბრა ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე, წარმოების განვითარების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებსა და ლარის კურსზე.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB