საქპატენტმა ჟოლოს ახალი ჯიში დაარეგისტრირა

1105 Views

საქპატენტმა ჟოლოს ახალი ჯიში დაარეგისტრირა, ჯიშის გვარი და სახეობა ქართულად და ლათინურად: ჟოლო/Rubus idaeus L. ჯიშის დასახელება: დიამონდ ჯუბილეე/Diamond Jubilee.

ჯიშის მოკლე დახასიათება:

ახალი და განსხვავებული ორმოსავლიანი წითელი ჟოლოს კულტურული მცენარის ჯიშს სახელწოდებით „დიამონდ ჯუბილეე“ გააჩნია დიდი ზომის, ღია ფერის, ტკბილი და გამორჩეულად მაგარი ნაყოფები. მაღალი მოსავლით ხასიათდება, გააჩნია მომხმარებლის პრეტენზიის მიმართ დადებითი მახასიათებლები.

ეს კულტურული ჯიში გამოირჩევა ტოტების სიმძლავრით, დიდი ზომის ფოთლებით, დაბალი მჟავიანობით, სიტკბოთი და სიმაგრით და ნაყოფის ფორმით, კერძოდ, ფართო კონუსური ფორმით.

ჟოლოს ახალი ჯიში „დიამონდ ჯუბილეე“ გამოირჩევა, აგრეთვე, იმით, რომ იძლევა კომერციულად მნიშვნელოვანი რაოდენობის დიდ, მაგარ და სურნელოვან ნაყოფს, რომლის მოკრეფის შემდგომი შენახვის ვადა ხანგრძლივია გამოზამთრებული ყუნწების და გვიანი ზაფხულის ყლორტების მხრივ.

ჟოლო

განსაკუთრებული უფლების მფლობელი და პირი, რომელმაც გამოიყვანა ან გამოავლინა და გააუმჯობესა ახალი ჯიში: ბერრიუორლდ პლას ლიმიტედ (GB).

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი:

რეგისტრაციის ნომერი: P 2018 227 B;
მეორე გამოქვეყნების თარიღი: 2018 07 04 №1(54) 2018;
რეგისტრაციის თარიღი: 2018 06 19.

შედავების უფლება

• ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, საქპატენტს წარუდგინოს წერილობითი შედავება:

• თუ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიში არ აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს;

• თუ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა არ არის საკმარისი ამ ჯიშის შესაფასებლად;

• თუ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობაში შეტანილია ყალბი მონაცემები;

• თუ განაცხადში აღწერილ ცხოველის ან მცენარის ახალ ჯიშზე პრიორიტეტის მოთხოვნა სხვა ქვეყანაში ცხოველის ან მცენარის ამ ჯიშზე წარდგენილი განაცხადის მიხედვით საფუძველსაა მოკლებული.

საქპატენტი

45Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB