საქართველოში საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტები დაინერგება

139 Views Comment Off

საქართველოში საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვის და სრულყოფის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა, დაგლას ბოლიმ და ჩეხეთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, პაველ ფრელიხმა მოაწერეს.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის და ჩართულობის მნიშვნელობა.

„დღეს არსებული გამოწვევების და გარემოს გლობალური ცვლილებების ფონზე, მცენარეთა დაცვის მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ძლიერი ფიტოსანიტარიული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სრულად უპასუხებს საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნებს“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის პროექტი ოთხწლიანია და მცენარეთა დაცვის საშუალებების რეგისტრაციის სისტემის დახვეწას, მავნე ორგანიზმების კონტროლისა და მონიტორინგის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB