საქართველოში ფასების მონიტორინგის და ანალიზის სისტემა დაინერგება

119 Views

სურსათის ფასების მონიტორინგისა და ანალიზის  ელექტრონული სისტემის (FPMA) წარდგენის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ქართველი სტატისტიკოსები, ანალიტიკოსები და კერძო სააგენტოების წარმომადგენლები შეკრიბა.

ელექტრონული სისტემა ფასების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ანალიზის თანამედროვე ტექნიკურ გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

FAO-ს ეკონომისტმა, ნატალია მერკუშევამ 15 ქართველი სტატისტიკოსისთვის FPMA სისტემის პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა.

სისტემა ბაზაში მონაცემთა მარტივად შეტანის საშუალებას იძლევა, შემდეგ კი სწრაფად და მარტივად თვლის ცალკეულ ფასებს, ახორციელებს ფასთა შედარებებს, იძლევა ცხრილების ჩამოტვირთვის საშუალებას და ძირითად სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომას.

FPMA და ფასების მონაცემთა ბაზები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2010 წლიდან გამოიყენება. სისტემა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნების მთავრობებს დროული და სანდო ინფორმაციის მოიპოვებით უზრუნველყოფს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარების მიზნით,  მიმდინარე წლის დასაწყისში, FAO-მ უკვე განახორციელა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების შესწავლისა და ანალიზის სისტემის დანერგვა.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, FPMA-ს დანერგვას მხარს უჭერს ევროკავშირიც.

ქვეყანაში დარგის პოლიტიკის წარმმართველების გარდა, განახლებადი სტატისტიკური მონაცემები ასევე  სასარგებლო იქნება სოფლად ოჯახური მეურნეობებისა და ფერმერთა ასოციაციებისთვისაც.

სისტემა ფერმერულ საქმიანობაში ჩართულ პირებს საბაზრო ტენდენციებთან თანხვედრაში მყოფი საფასო პოლიტიკის წარმოებაში დაეხმარება.

მცირე ფერმერები, რომლებსაც ხშირად მწირი რესურსები გააჩნიათ, მათთვის მეტად ღირებულ ინფორმაციაზე წვდომას მოიპოვებენ, რაც განვითარების ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

26Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB