საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

232 Views

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-ის რეგიონულ პრეზიდენტთან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გორდონ ბირელთან.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტები, რომლებსაც კომპანია BP-ი საქართველოში ახორციელებს. ყურადღება გამახვილდა შაჰ დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე.

ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მნიშვნელობას, რომლის მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს.

გაზსადენის გაფართოებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ასევე, პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის მიღებული გაზის მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება.

გორდონ  ბირელმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-ის მთავარი ოფისი განთავსებულია ბრიტანეთში, ქ. ლონდონში. კომპანიას აქვს წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია BP საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB