საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია — 2025

102 Views Comment Off

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (GNTA), მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით, დასრულებული სახით წარადგინა ტურიზმის ეროვნული სტრატეგია, რომელიც გასული წლის განმავლობაში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან წარმოებული კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა.

სტრატეგია წარმოადგენს 10–წლიან სტრატეგიულ გეგმას ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის ტურიზმის ფასეულობის და მნიშვნელობის ასამაღლებლად.

სტრატეგის განხილვის სამუშაო შეხვედრაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაб დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას მთლიან შიდა პროდუქტში დღეს არსებული 1.8 მლრდ აშშ დოლარიდან 5.5 მლრდ აშშ დოლარამდე.

გარდა ამისა, პრიორიტეტებს შორისაა ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს შეუწყობს ახალი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ტურიზმის სფეროსა და მასთან მიმდებარე სექტორებში.

„მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად გვინდა რომ გაორმაგდეს დასაქმებულთა რაოდენობა ტურიზმში და ტურიზმთან მიმდებარე სექტორებში“ — განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი შეეხო ახალ სამიზნე ბაზრებსაც, ასევე ჩამოთვალა ტურიზმის სექტორის ძირითადი მიმართულებები. მისი განცხადებით, ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად, როგორიცაა სამთო-სათხილამურო ან საზღვაო ტურიზმი, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, განავითაროს კულტურულ-შემეცნებითი, რეკრეაციული, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სათავგადასავლო, აგრარული, ე.წ. MICE-ტურიზმი და სხვა მიმართულებები.

სამუშაო შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე და მსოფლიო ბანკის უფროსი სპეციალისტი ურბანისტიკის სფეროში და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი აჰმედ ეივეიდა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტურიზმის და მოგზაურობის სფეროს, მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების  წარმომადგენლები.

ჩამოყალიბებული „ხედვა 2025“, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაეთანხმა, შემდეგია: 2025 წლისთვის საქართველო კარგად იქნება ცნობილი როგორც პრემიერ კლასის, ყველა სეზონის, მაღალი ხარისხის ტურისტული დანიშნულების ადგილი, გამორჩეული თავისი უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მსოფლიო კლასის სერვისით და სტუმარ–მასპინძლობის უკვდავი ტრადიციით. ინფრასტრუქტურაში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიციების, განათლების, მარკეტინგის და უნიკალური ქართული შთაბეჭდილებების შეთავაზების გზით საქართველო ტურიზმის დარგში კონკურენტუნარიანი ქვეყნების პირველ რიგებში იქნება და მსოფლიოს მასშტაბით ტურისტების ყველაზე მაღალი ხარჯვითი პოტენციალის მქონე სეგმენტს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1547 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB