საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი

247 Views

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ა(ა)იპ ,,სოციალური დაცვის ლიგის“ საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი გაიმართება.

ფორუმის მიზანია საქართველოში მეფრინველეობის პოპულარიზაცია და ქვეყნის პოტენციალის გაზრდა.

საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მხარდაჭერით ტარდება, სადაც მონაწილეობას არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები მიიღებენ.

ქვეყნაში შესაძლებელია ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა ფრინველის ხორცი, დიეტური კვერცხი და დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. ამ ეტაპზე ადგილობრივი პროდუქტის მოცულობა საერთო რაოდენობის მხოლოდ 25%-ია.

ფორუმის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში საოჯახო მეფრინველეობის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თვითდასაქმების, მატერიალური გაძლიერების ფორსირებას, შიდა და გარე შრომითი მიგრაციის პროცესების შენელებას, ცილოვანი დეფიციტის პრობლემის დაძლევას და ა.ს.

მრავალ ქვეყანაში ყოველ წელს ტარდება მეფრინველეობის გამოფენა და სწორედ ეს ღონისძიება წარმოადგენს მეფრინველეობის განვითარების განვითარების კატალიზატორს.

ა(ა)იპ ,,სოციალური დაცვის ლიგის“ საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2018 წლის 22-23 სექტემებრს გაიმართება საქართველოს მეფრინველეობის გამოფენა და მასში მთელი საქართველო ჩაერთვება.

სწორედ ამ ღონისძიების საინფორმაციო-სარეკლამო და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ტარდება აღნიშნული ფორუმი, რომელსაც ასევე დაესწრებიან: სფეროზე მომუშავე სამთავრო და არასამთავრო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მეფრინველეები, საფინანსო ინსტიტუციები, მასმედია და ა.შ. დამსწრე საზოგადოებასთან გაიმართება საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა.

ფორუმის დაწყება — 12:00,  24 მაისი, 2018 წელი

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრი
თბილისი. ელიას მთა, სამებისტაძარი, სართ. 1

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბელა სონღულაშვილი, 591 001 011,  sdliga2009@gmail.com

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1258 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3473 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB