საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარი-თებერვალი

75 Views Comment Off

2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1423 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 356 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 289 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 102 მლნ. აშშ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 28 და 27 პროცენტი).

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში 26 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 497 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით 40 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 129 მლნ. აშშ დოლარი (75 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 367 მლნ. აშშ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 35 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 34 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 29, 26 და 30 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში 32 პროცენტი).

2017 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (198 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (163 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (146 მლნ. აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 58 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 53 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 15 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 20 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2557 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1343 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB