საქართველოს ფერმერთა მეორე კონგრესი გაიმართება

192 Views

2 ივნისს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, თბილისის საგამოფენო ცენტრში – „ექსპო ჯორჯია“ გაიმართება საქართველოს ფერმერთა რიგით მეორე კონგრესი (რეგისტრაცია იწყება 11 საათიდან).

კონგრესზე მოწვეული არიან ქვეყნის ცხრა რეგიონის ფერმერი დელეგატები, რომლებიც შეხვდებიან სოფლის მეურნეობის სექტორში გადაწყვეტილების უფლებამოსილ ოფიციალურ პირებს და გამართავენ დიალოგს აგროსფეროს გამოწვევების შესახებ.

კონგრესს დაესწრებიან ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი,  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია.

მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.

საქართველოს ფერმერთა კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების დაახლოებასა და დიალოგს.

კონგრესზე განხილულ საკითხებს შორის აქცენტები გაკეთდება მასზე, თუ რა გავლენას ახდენს სურსათის უვნებლობის რეფორმები მცირე მეურნეების საქმიანობაზე, რა გამოწვევები და პერსეპექტივებია ბაზრებზე მცირე მეურნეების  ხელმისაწვდომობის კუთხით, რა საინვესტიციო, საკრედიტო და სუბსიდირების  რესურსები არსებობს მცირე ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის.

კონგრესის მსვლელობის დროს გაიმართება ტელეხიდი, რომლის დროს თელავის ტელევიზიის „თანამგზავრი“ და ახალციხის ტელეარხის „მეცხრე არხის“ სტუდიებიდან ადგილობრივი ფერმერები მოწვეულ სტუმრებს დაუსვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს.

საქართველოს ფერმერთა კონგრესს წინ უძღოდა  რეგიონული შეხვედრები, რომლის დროსაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“  შეარჩია კონგრესის მონაწილე 150 დელეგატი.  რეგიონულ შეხვედრებზე  ფერმერებმა წინასწრ მოამზადეს ის თემები და საკითხები, რომლებსაც კონგრესი განიხილავს.

საქართველოს ფერმერთა კონგრესი იმართება პროექტის –  „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ –  ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტს ახორცილებენ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და მისი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში.

სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე.

სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეობების განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას.

მედიისათვის საკონტაქტო პირები:     

ნინო გვიანიშვილი, ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა, კომუნიკაციების ოფიცერი: NGvianishvili@oxfam.org.uk

დანი თაბუკაშვილი, ბიოლოგიურ მერუნეობათა ასოციაცია „ელკანა“, პროექტის მენეჯერი fs@elkana.org.ge

მაია ჩიტაია, ექშენ გლობალ ქომუნიქეიშენს: maia.chitaia@actionprgroup.com; 599 49 00 12

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1270 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3531 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB