საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 16.7 მილიარდი აშშ დოლარია

180 Views

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის საგარეო ვალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 16.7 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 112.2 პროცენტია;

2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 189.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 98.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 71.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 11.7 და 8.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.1 მლრდ აშშ დოლარი (17.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.7 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები — 247.6 მლნ აშშ დოლარი (613.2 მლნ ლარი; მშპ-ს 1.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად — 838.9 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი) და 869.7 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.6 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა — 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა — 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.0 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 9.8 მლრდ აშშ დოლარი (24.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 65.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (10.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.2 პროცენტია.

2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 3.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო  ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო —  822.0 ათასი აშშ დოლარით შემცირდა.

2017 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 247.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 203.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
982 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
154 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB