საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია შეხვედრებს იწყებს

123 Views Comment Off

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია, რეგიონებში სადაც განვითარებულია მეცხვარეობა შეხვედრებს გამართავს.

პირველი შეხვედრა ხევის წევრ და არაწევრ მეცხვარეებთან შედგება ყაზბეგში, 6 აგვისტოს 2016წ. ორგანიზაცია “ხევის მომავალი”-ს ოფისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა №28.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ასოციაციის წესდების ცვლილება;
  • მართვა-გამგეობის ორგანოების არჩევის წესი და ფუნქციები;
  • საწევრო გადასახადების სახეები;
  • ახლო და გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელი ღორნისძიებები;
  • პროექტები, რომელიც გააუმჯობესებს მეცხვარეები საქმიანობის პირობებს, შემოსავლებს და ტექნოლოგიებს;
  • პირუტყვის გადასარეკი ტრასის და იდენტიფიცირების საკითხებში მეცხვარეთა ჩართულობა;
  • მატყლის შეკრების და გადამუშავების საკითხებზე ერთობლივი პოზიციის ჩამოყალიბება;
  • ცხვრის რეალიზაციაში, ერთობლივი პოზიცია და საჭიროების შემთხვევაში რიგი უწყებების თვითნებობების (სამოქალაქო ინიციატივის წესით) აღკვეთა და სხვა საკითხები.

აღნიშნული შეხვედრა განიხილება, როგორც “მეცხვარეთა მეორე კონფერენციის” მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც სექტემბრის თვეში ჩატარდება თბილისში და მოიცავს ყველა აქტუალურ საკითხს.

კონფერენციაზე  მოწველი იქნებიან მთავრობის წევრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და პირველ პირები, რომელთაგან მეცხვარეები მიიღებენ ინფორმაციას, როგორც გაკეთებული საქმეების ისე სამომავლო გეგმების შესახებ.

კონფერენციაზე  მოწველი იქნებიან დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები.

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
238 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB