საქართველოს დელეგაცია გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტს დაესწრო

57 Views Comment Off

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტის (COP21/CMP11) ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც 90-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია დაესწრო.

2-დღიანი ღონისძიება საფრანგეთის პარლამენტისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ორგანიზებით გაიმართა, ეს იყო ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო შეკრება კლიმატის ცვლილების სამიტის ფარგლებში.

შეხვედრა საფრანგეთის პარლამენტის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, კლოდ ბარტოლონეს მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

გახსნით სესიაზე მონაწილეებს სიტვით მიმართეს: სენატის სპიკერმა ჟერარ ლარშემ, გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა საბერ ჩოუდორიმ და საფრანგეთის ეკოლოგიის, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრმა სეგოლენ როიალიმ.

შეხვედრის ბოლოს მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომელიც ქვეყნებს ამ მიმართულებით კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებისა და ქმედებისაკენ მოუწოდებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებიც.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2557 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1343 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB