საქართველო 2018 წლის სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეულში დასახელდა

160 Views

საქართველო, უმსხვილემა საერთაშორისო სამოგზაურო მედია პლატფორმა Lonely Planet-მა, 2018 წლის სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეულში შეიყვანა.

Lonely Planet ყოველწლიურად აქვეყნებს მომდევნო წლის საუკეთესო მიმართულებებს, მთავარი კრიტერიუმი ქვეყნების მრავალფეროვანი ფლორა, ავთენტური არქიტექტურა და გემრიელი სამზარეულოა.

Lonely Planet საქართველოზე წერს, რომ ეს არის მომავალზე ორიენტირებული უძველესი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ამავდროულად უდიდეს პატივს სცემს თავის წარსულსა და ტრადიციებს.

„საქართველო ღვინისა და უძველესი კერძების ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ მომავლისკენ იყურება. მისი უძველესი ისტორია და კულტურა არა მხოლოდ წარსულია, არამედ აწმყო.

ქართული ღვინო იმდენად საამაყოა ამ ქვეყნისთვის, რომ ხშირად მესაზღვრეები აეროპორტში წითელი ღვინით ხვდებიან ჩამოსულ სტუმრებს“- წერს Lonely Planet-ი.

ინფორმაცია გავრცელდა Lonely Planet-ის ყველა მედია საშუალებით.

Lonely Planet წარმოადგენს საერთაშირისო უმსხვილეს სამოგზაურო მედია პლატფორმას. იგი მოიცავს, საერთაშორისო გზამკვლევების სერიას, წიგნებს და ონლაინ პლატფორმებს. კომპანია დაარსდა 1972 წელს და დღეს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს თავის სფეროში. Lonely Planet-ის სტატიებზე, ბლოგებზე და გამოცემებზე მუშაობს 200-მდე ავტორი.

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს იტალიაში, ქალაქ რომში ჩატარდა Lonely Planet-ის ყოველწლიური ღონისძიება „Best in Travel“. აქ იკრიბებიან საერთაშორისო მედიის და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.

აღსანიშნავია, რომ Best in Travel 2017-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციამ ქვეყნის პრეზენტაცია წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB