სამცხე-ჯავახეთში ტერასებზე გაშენებული ვენახები მოინახულეს

99 Views

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაჭკარში იმყოფებოდნენ, რომელსაც 2016 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ჭაჭკარიდან ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება ხდებოდა — კლდეში ნაკვეთ საწნახელებში კი დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ჭაჭკარში მესხური ჯიშის ვენახის აღდგენა დაიწყება.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში აღდგენილ ტერასებზე ახლად გაშენებული ვენახები მოინახულეს. ვენახები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე დაცული ჯიშებით „თიბისი“ ჯგუფმა აღადგინა. ტერასებზე გაშენებული ვენახი რეგიონისთვის დამახასიათებელ მიკროგარემოს ქმნის.

სოფელ ზიკილიაში, მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა ყურძნის ჯიშების კოლექციონერის, ემზარ გაჩეჩილაძის მიერ ახლად გაშენებული ვენახები დაათვალიერეს, სადაც სანერგე მეურნეობაც არის მოწყობილი, რაც იშვიათი მესხური ჯიშების გავრცელების საშუალებას იძლევა. ემზარ გაჩეჩილაძე გაშენებული მესხური ჯიშის ყურძნისგან — მესხური მწვანე, სამარიებო, ასპინძური შავი და საფარულა ღვინოს ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზე უკეთებს რეალიზებას.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებზე, რომელიც არსებული შესაძლებლობების ბოლომდე ათვისებასა და ისტორიული ადგილების გაცოცხლებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, მსგავსი აქტივობა აუცილებელია ვიზიტორების დაინტერესების, ადგილობრივების დასაქმებისა და რეგიონების ეკონომიკური წინსვლისთვის.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB