სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ხეხილის ესპანური ჯიშის ნერგები გადაეცა

ნერგები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზას ხეხილის 40-ზე მეტი პერსპექტიული, ესპანური ჯიშის ნერგები გადაეცა.

სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანურ კომპანიას „ვივეროს პროვედო” შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ესპანუემა მხარემ ჯიღაურას ბაზას მსხლის, გარგარის, ატმის, ნუშის, ბლის და ქლიავის ნერგები გადასცა.

აღნიშნული ჯიშების ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების შესწავლა, საერთაშორისოდ აღიარებული ჯიშთა შესწავლის მეთოდიკებისა და პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება.

კვლევების შედეგად ადგილობრივი მეხილე ფერმერები, ინფორმაციას მიიღებენ ახალი კონკურენტუნარიანი ჯიშების თავისებურებებისა და უპირატესობების შესახებ.

თქვენი რეკლამა