რუსეთში გაყიდვებიდან „ხვანჭმარაული“ ამოიღეს

417 Views Comment Off

ქართული მხარის ძალისხმევით, რუსეთში ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული  ღვინოებია ამოღებული.

სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის ღვინის ბაზარზე ოპერირებადი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „აგორას“ ონლაინ-გაყიდვებიდან ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინის იმიტაციით წარმოებული ღვინის ამოღება მოხდა.

2016 წლის სექტემბრში ღვინის ეროვნულ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „აგორა“ (http://www.agora-group.ru/) ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების — „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ — იმიტაციით, კრასნოდარის მხარეში წარმოებული ღვინის რეალიზაციას ახდენდა.

კერძოდ, სარეალიზაციოდ შეთავაზებული პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი იყო აღნიშნვნა „ХВАНЧМАРАУЛИ“.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპანიის ონლაინ გაყიდვებიდან ამოღებულია ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების- „ხვანჭკარასა“ და „ქინძმარაულის“ იმიტაციით ეტიკეტირებული ღვინო.

„აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ 2016 წელს „საქპატენტის“ მიერ რუსეთის ფედერაციაში სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელზე დარეგისტრირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“.

ღვინის ეროვნულ სააგენტო კვლავაც განაგრძობს მუშაობას ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო დაცვის კუთხით“ — აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1081 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1278 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB