რუისთან «აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსი» გაიხსნა

184 Views

“ფონდი ქართუს” დაკვეთით, ასოციაცია “ატუ”-მ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ ააშენა აგრარული ბაზრობის პავილიონები, რომლებშიც ადგილობრივ გლეხებს შეეძლებათ უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი.

წლების განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის შიდა ქართლის მონაკვეთზე, სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს ყველაზე სახიფათო ზონას როგორც საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის, იქ განლაგებული აგრარული გარევაჭრობის მოუწესრიგებლობისა და სავალ ნაწილთან უშუალო სიახლოვის გამო.

ბოლო წლებში(2014-2016) ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც დაკავშირებულია თავად გარევაჭრობის ზრდასთან. შესაბამისად გაიზარდა ამ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც, მათ შორის დაზარალდნენ გარემოვაჭრენიც. სახიფათო ლოკაციის გარდა, ისედაც გაუსაძლის პირობებში მოვაჭრე გლეხებს განსაკუთრებით უჭირდათ ვაჭრობა ზამთრის პერიოდში.

“ფონდი ქართუს” გადაწყვეტილებით, რუისის დღეს არსებული სახიფათო გარევაჭრობიდან რამდენიმე ასეულ მეტრში აშენდა თანამედროვე და საგზაო უსაფრთხოების პირობების შესაბამისი სავაჭრო პავილიონები, რომლებშიც ქარელის მუნიციპალიტეტის გლეხებს შეეძლებათ უსაფრთხოდ ივაჭრონ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით.

ახალი აგრარული ბაზრობის კომპლექსი შედგება სამი პავილიონისგან, რომელთაგან ორი განლაგებულია მაგისტრალის ჩრდილოეთით, ხოლო ერთი, სამხრეთით. ჩრდილოეთ მხარეს განლაგებული ორი პავილიონი უკვე დასრულებულია და მზადაა ექსპლუატაციისთვის. ხოლო კომპლექსის სამხრეთი ნაწილი გაიხსნება ა.წ. 17 ნოემბერს.

საერთო ჯამში აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსში განლაგდება ასამდე სავაჭრო დახლი, კომლექისის გარშემო მოწყობული ავტოსადგომი კი დაიტევს ერთდროულად 70 ავტომანქანას. პავილიონები უზრუნველყოფილია წყალმომარაგებით, კანალიზაციითა და ელექტროენერგიით, ასევე მოსასვენებელი სკამებით მგზავრებისთვის.

კომლექსი და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზა კი გამორიცხავს ავარიული საფრთხის შექმნას როგორც მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის, ასევე  პავილიონში მოვაჭრე გლეხებისა და მგზავრებისთვის.

აგრარული ბაზრობის პავილიონების ფუნქციონირებას დაარეგულირებს ქარელის მუნიციპალიტეტი, რომელსაც კომპლექსი დასრულებისთანავე  საჩუქრად გადასცა “ფონდმა ქართუმ”.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1288 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3600 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB