რთველის მოსამზადებელი შეხვედრა მეწარმეებთან

213 Views

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი 2017 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად როგორც ხელისუფლება, ისე კერძო სექტორი, სრულ მზადყოფნაშია.

«რთველის წარმატებით ჩასატარებლად ყველა წინაპირობა არსებობს, ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია, ამავე დროს გაზრდილია ღვინის ექსპორტი. რთველთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზებულია, მთავრობამ  რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცა. დღვანდელ შეხვედრაზე კომპანიებთან ვისაუბრეთ იმ დეტალებზე და პროცედურებზე, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არის გათვალისწინებული.

შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნლოვანი და ნაყოფიერი, კომპანიების მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია რთველთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური კოორდინაციითა და ორგანიზებულობით შევძლებთ რთველის სეზონის წარმატებით და  ეფექტურად ჩატარებას» — აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ღვინის მზარდი  ექსპორტი რთველის წარმატებით ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობაა.

„კერძო სექტორი მზად არის და კარგად იცნობს წლევანდელ სისტემას, რომლის საფუძველზეც რთველი-2017 უნდა ჩატარდეს. ღვინის კომპანიები გაგებით შეხვდნენ, რომ წელს ყურძენზე მასიური სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი და, შესაბამისად, მოთხოვნაც. ზოგადად, მეღვინეობის დარგი მზად არის გადაამუშაოს ყურძენი მთლიანად. მოსავალს წელს საკმაოდ დიდს ველოდებით, ჩვენი პროგნოზით, ინდუსტრიულად გადამუშავდება დაახლოებით 140-150 ათასი ტონა ყურძენი» — აღნიშნა სამანიშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს  და შესაბამისად  მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე — 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.

გასული წლების მსგავსად, თელავში განთავსდება რთველის საკოორდინაციო შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების — გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით.

ამასთან ერთად, ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კომპანიების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1288 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3601 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB