რძის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევები გამოვლინდა

129 Views Comment Off

სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმს შემოწმებას განაგრძობს. სახელმწიფო კონტროლის მიზანი „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენაა.

დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, დაუშვებელია რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.

სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ ბიზნესოპერატორების დოკუმენტურ შემოწმებას (შენახვისა და რეალიზაციის პირობები და ეტიკეტირება) და მონიტორინგს (სურსათის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა).

რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტომ 2016 წელს 2498 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება ჩაატარა. ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო 63 ბიზნეოპერატორი დაჯარიმდა.

მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის ნაწარმის 250 ნიმუში. აქედან 3 შემთხვევაში გამოვლინდა მცენარეული ცხიმის შემცვლელობა, ხოლო 14 ნიმუშში დაფიქსირდა ეტიკეტზე მითითებული ცხიმიანობის პროცენტის შეუსაბამობა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამოწმებენ ადგილობრივი და იმპორტირებული ნაწარმის შესაბამისობას რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მნიშვნელოვანია რომ ბიზნესოპერატორების და მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირდა.

მოვუწოდებთ მომხმარებელს აქტიურობისკენ და ვურჩევთ ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას. დარღვევის გამოვლენისას კი აცნობონ სააგენტოს“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა კახა სოხაძემ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა, რეგლამენტის მიხედვით, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.

რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB