რძის სექტორის მეორე კავკასიური კონგრესი

93 Views

სასტუმროში „Radisson Blu Iveria “ რძის სექტორის მეორე კავკასიური კონგრესი გაიმართა.

დღეს, კავკასიის რძის სექტორის კონგრესის მთავარი თემა მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის და ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო.

რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, კონგრესს ყოველწლიურად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მასპინძლობენ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი — ინიციატივით „ევროკავშირი ბიზნესისათვის“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

კონგრესს  200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო კავკასიიდან  და აღმოსავლეთ ევროპიდან. მათ შორის იყვნენ ფერმერები, გადამამუშავებლები, დანადგარ-მოწყობილობების მომწოდებლები, დარგის ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

საქართველოსთვის, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის სასახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმომწერი ქვეყნისთვის, რძის პროდუქტების ხარისხის და უვნებლობის გაუმჯობესება დარგის ეფექტიანობის ამაღლებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის უმთავრესი ფაქტორია.

FAO-EBRD-ს პროექტის ერთ-ერთი მიმართულება — DCFTA-თან ადაპტაციის პროგრამა — ტრენინგების, სემინარებისა და საკონსულტაციო პროექტების გზით, მხარს უჭერს რძის მწარმოებლებს რომ დაუახლოვდნენ DCFTA დოკუმენტით გათვალისწინებულ ტექნიკურ რეგულაციებს, ხარისხს, საკვების უვნებლობის სტანდარტსა და ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს.

დარგის აღმავლობისთვის

კარგი საინვესტიციო კლიმატის, რძის წარმოების იდეალური პირობების და რძეზე, ყველზე და რძის სხვა პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნის წყალობით, რძის სექტორი საქართველოში სწრაფად ფართოვდება. 2015 წლიდან, FAO და EBRD  საქართველოში კომერციულ რძის ფერმებს წარმოების ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარებიან.

ამ მიზნით ჩატარდა ტექნიკური ტრენინგები,  საერთაშორისო სასწავლო ტურები და ცოდნის გაზიარების ღონისძიებები, მათ შორის კონგრესი, სადაც დარგის უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიებს, სურსათის უვნებლობის სტანდარტებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს მიმოიხილავდნენ.

EBRD-მ და FAO-მ  დახმარება საქართველოს რძის კომერციულ მწარმოებელთა ასოციაციასაც აღმოუჩინეს, რის შედეგადაც,  საქართველოს რძის სექტორში ერთადერთი პროფესიონალური ვებ პორტალი, georgiandairy.org შეიქმნა. ეს დახმარება რეგულარული ბაზრის ანალიზის, სიახლეების, ფასების შესახებ ინფორმაციის, ვაჭრობის სტატისტიკისა და  თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასაც მოიცავს.

EBRD-ს და FAO-ს მიერ გადამზადებულმა ფერმერებმა, წარმოების მოდერნიზაციისა და ცხოველთა პროდუქტიული ჯიშების შესყიდვისთვის  2,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.  შედეგად, 2015 წელს პროექტის დაწყებიდან დღემდე, მაღალის ხარისხის რძის წარმოება საქართველოში ორჯერ გაიზარდა, რაც ასევე აისახა მოგებაზე.

„შემდეგი ნაბიჯი შიდასექტორული კოოპერაციის გაღრმავებაა“, — აცხადებს ანდრეი იარმაკი,  FAO-ს სოფლის მეურნეობის ეკონომისტი. „ფერმერულ კოოპერატივებში ერთობლივი მუშაობით, რაც ცხოველის საკვების დანახარჯებისა და სხვა სერვისების ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა, რძის ქართველი მწარმოებლები განვითარების ახალ ეტაპზე გავლენ და მოგებას მნიშვნელოვნად გაზრდიან“.

 უფრო ღრმა კოოპერაცია

საქართველოს რძის კომერციულ მწარმოებელთა ასოციაცია, რომელიც არსობრივად  უკრაინის ანალოგიური ორგანიზაციის მოდელს შეესაბამება, ქვეყანაში სხვა კომერციული ფერმერებისთვისაც ცოდნის ცენტრი გახდა.

ამჟამად, ასოციაცია ტექნოლოგიების და ვეტერინარიის მიმართულებით საკონსულტაციო სერვისების განვითარებას ახორციელებს — როგორც საკუთარი წევრებისათვის, ისე სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

„FAO-EBRD-ის პროექტის შემდეგი ფაზა ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე,  რძის პროდუქტების მთლიან ღირებულებათა ჯაჭვზე  კოოპერაციის გაღრმავებაზე, არსებული საკანონმდებლო გარემოს შესწავლაზე, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობაზე იქნება ფოკუსირებული“, — განაცხადა ვიქტორია ზინჩუკმა, EBRD-ის აგრობიზნეს მიმართულების   კონულტაციის ხელმძღვანელმა.

მხარდაჭერის პროექტი სამომავლოდ ასევე მოიცავს საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების პოპულარიზაციას და ნიშური პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას (როგორიცაა ორგანული რძე ან თხის ყველი).

„ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“ — განაცხადა ფერმერმა და რძის კომერციულ მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB