რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქტისთვის „ყველის“ დარქმევა აიკრძალა

ყველი

დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს  მხოლოდ ისეთ ნაწარმზე, რომელიც  მზადდება  ნატურალური რძისგან, ასევე არ შეიძლება „კარაქი“ ეწოდოს მცენარეული ცხიმისაგან დამზადებულ პროდუქტს – აღნიშნული მოთხოვნები „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილი ცვლილებებს თანახმად, ძალაში 1 ივლისიდან  შედის.

ბიზნესოპერატორი აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე 400 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდება „რძის ტექნიკური რეგლამენტის“ ნორმა, რომელიც რძის შემცვლელი პროდუქციის დასახელებაში „მსგავსის“ და „ებრის“ გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.

„რძის ტექნიკური რეგლამენტი“ ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა, თუმცა, ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობისთვის, მწარმოებლებს დაუდგინდათ საშეღავათო პერიოდი.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ პროდუქტის ბაზარზე განთავსების პირობებს.

რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

თქვენი რეკლამა