რძის მწარმოებლები იტალიელი და ამერიკელი გამოცდილებას იზიარებენ

148 Views

რძის ქართველი მწარმოებლები იტალიელი და ამერიკელი კოლეგების გამოცდილებას იზიარებენ.

საქართველოს ბაზარი, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ნაწილი, ევროკავშირიდან რძის პროდუქტების იმპორტისათვის სრულიად  ღიაა   ამავე დროს, ხარისხისა და უვნებლობის პრობლემების გამო, ანალოგიური ქართული  პროდუქცია ევროპის ბაზარზე ვერ შედის.

ბოლო რამდენიმე წელია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აქტიურად მუშაობენ, რათა ქართველ ფერმერებს რძის პროდუქტების წარმოების მაჩვენებლისა და ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარონ.

2015 წელს დაწყებული FAO-EBRD-ის ერთობლივი პროექტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს რძის მრეწველობაში  უვნებლობის ჰიგიენისა და ეფექტიანობის  სტანდარტების ამაღლებას და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას.

საქართველოს რძის მრეწველობაში მცირე ზომის ფერმები დომინირებენ. მწარმოებლებს შორის  კოორდინაციის არარსებობა რძის შეგროვების მაღალ დანახარჯებს განაპირობებს. მაღალი ფრაგმენტაცია უვნებლობისა  და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებასაც ართულებს. ახლახან ჩამოყალიბებული, საქართველოს რძის მწარმოებელთა ასოციაცია დარწმუნებულია, რომ იგი ამ გამოწვევების საპასუხოდ  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

კოოპერაცია და ტრადიცია

ალტერნატიული მიდგომების შესწავლის მიზნით, რძის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, იტალიის ემილია-რომანიას რეგიონს, და შემდეგ, აშშ-ში აიოვას შტატს საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ.

ორივე მასპინძელ  ქვეყანაში ჯგუფის წევრებმა  ფერმები, კოოპერატივები და კვლევითი ცენტრები დაათვალიერეს.  ამ ვიზიტების მიზანი იყო კოოპერირების სარგებლიანობის, წარმოების რაოდენობრივ-ხარისხობრივი  გაზრდის გზების და ახალი  ტექნოლოგიების გაცნობა/შესწავლა.

FAO-ს ეკონომისტი ანდრი იარმაკი ამტკიცებს,  რომ კოოპერატივებმა აშშ-ში მწარმოებლებს დიდი სარგებელი მოუტანეს.

იარმაკის განცახდებით, „შეერთებულ შტატებში რძის წარმოების  86 % კოოპერატივებზე მოდის  ასეთი მიდგომის რეპლიკაცა საქართველოშიც შესაძლებელია,  რაც ადგილობრივ მწარმოებელთა  ფინანსურ სარგებელს გაზრდის“.

ქართველმა სტუმრებმა იტალიაში  შეხვედრა გამართეს Parmigiano Reggiano Consortium-ის წარმომადგენლებთან. განხილული იქნა ამ კონსორციუმის  ორგანიზაციული სტრუქტურა, ასევე კოოპერატივებისა და ასოციაციების როლი.

კონსორციუმი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პარმის რეგიონში წარმოებული პროდუქციის ადგილწარმოშობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.  ეფექტიანი ღირებულებათა ჯაჭვის წყალობით, პარმის  ადგილწარმოების რძის პროდუქტების წლიური ბრუნვა 2,7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. პროცესში ჩართული 3000-ზე მეტი მწარმოებელი და გადამამუშავებელი (მსხვილი და მცირე ზომის) კომერციულად წარმატებულია.

„ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიები, ყველაფერი ეს განსჯის საგანი იქნება დელეგაციისათვის. ჩვენი იტალიური და ამერიკელი კოლეგებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და საქართველოში განხორციელებისათვის უამრავი ახალი იდეა გვაქვს“ — განაცხადა ლევან არქანიამ, ყვარლის ბაგა-ს წარმომადგენელმა, რომელიც საქართველოში  რძის უმსხვილესი მწარმოებელია

ნიშური განვითარება

საქართველოს რძის პროდუქტების ფართო ასორტიმენტის წარმოების მდიდარი ტრადიციები გააჩნია. პრობლემა იმაშია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ამ პროდუქტების ცნობადობა დაბალია. იტალიასა და აშშ-ში ქართული დელეგაციის წევრებმა იხილეს თუ როგორ ვითარდება და მუშაობს ნიშური ბაზარი.

ერთ-ერთი პარმელი მწარმოებელი კოშერულ და ჰალიალურ ყველს ამზადებს. თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიის გამოყენების გამო, ეს საწარმო თავის თავს ახალი ტიპის ფერმად მიიჩნევს („ფერმა 2.0“). ამ პარმული ფერმის  პროდუქციის ასორტიმენტით და ნიშური საბაზრო  მიდგომით ქართველი  სტუმრები ძალიან დაინტერესდნენ.

„საერთაშორისო და ეროვნულ ბაზრებზე წვდომას მწარმოებელთა შემოსავლების დივერსიფიცირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში  მაღალხარისხოვან რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებლებში, არამედ ტურისტული ბუმის გამოც“ — განაცხადა EBRD- ის აგრობიზნესის საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორია ზინჩუკმა.

ქართველები იტალიურ-ამერიკული შემეცნებითი ტურებიდან  კოოპერაციული სტრუქტურების შესახებ ახალი ცოდნით გამდიდრებულები დაბრუნდნენ, რაც სამომავლოდ, საქართველოში რძის პროდუქტების წარმოების განვითარებას დიდად წაადგება.

FAO-EBRD-ის პროექტის მიზანია საქართველოში რძის მწარმოებელთა ასოციაციის შესაძლებლობების განვითარება, სექტორში თანამშრომლობის ხელშეწყობა და კერძო სექტორსა და მთავრობას შორის დიალოგის ხელშეწყობა.

კიდევ ერთი აქტუალური FAO-EBRD პროექტი გულისხმობს რძის პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებას ადგილწარმოშობის სისტემის განვითარებით. დაცულ ადგილწარმოშობის  პროდუქტებს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებისათვის მაღალი პოტენციალი გააჩნიათ.

15 თებერვალი  2018 , თბილისი, საქართველო.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2162 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB