რა სიახლეები ელოდებათ ტურისტებს მთიან აჭარაში

104 Views

2018 წელს, აჭარაში მთის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და არსებულის განვითარებას გეგმავს.

შედეგად, მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება:

• ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი;

• გოდერძი-მწვანე ტბა-შავი ტბა-დანისპარაულის წრიული მარშრუტი;

• ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი.

პროექტის ფარგლებში მარშრუტზე განთავსდება ტურისტული დაფები და მანიშნებლები, მარშრუტში მოინიშნება ზედ არსებული ყველა ტურისტული ობიექტი, მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლები, თავშესაფრები და კვების ობიექტები.

ასევე, მომზადდება ინდივიდუალური ტურისტული რუკები, რომელთა ნახვაც მოგზაურებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. გასული წლის მსგავსად, სააგენტო უკვე არსებული და ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით  გეგმავს ინფოტურებს ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის და გიდებისთვის მაღალმთიან აჭარაში.

სოფლის ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო მიდგომების გაცნობის მიზნით, წელსაც გაიმართება სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ რეგიონის სტუმრებს აჭარაში ზღვასთან ერთად დახვდეთ მრავალფეროვანი მთის ტურისტული პროდუქტები. ეს იქნება ახალი და უკვე არსებული ტურისტული მარშრუტები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით თუ ჩვენს მიერ დაგეგმილი საინტერესო ფესტივალები.

ჩვენი მიზანია ტურისტებისთვის აჭარის მაღალმთიანეთი იყოს საინტერესო ადგილი მოგზაურობისთვის, რათა მათ ზღვაზე დასვენების პარალელურად შეძლონ მოინხულონ ჩვენი ეროვნული პაკრები, ულამაზესი მთიანი აჭარა თავისი ბუნებითა და სტუმართმოყვარე ხალხით. შემოდგომა საიტერესო იქნება ფესტივალებით.

ჩვენ წელსაც ვუმასპინძლებთ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალსა და სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“, რომლებიც ტრადიციულად სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება,“-განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB